1.პროექტის სახელწოდება :ოქროს კვეთა
2პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროპორციული ნაწილების / ოქროს
კვეთის / კავშირი ხელოვნებასთან , არქიტექტურასთან , ბიოლოგიასთან და
ლიტერატურასთან
3.პროექტის აქტუალობა : მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის მოძიების , პრეზენტაციის და ურთიერთთანამშრომლობის უნარი . განუვითარდებათ ანალიზური აზროვნება .
4.პროექტის მიზნები: პროპორციულობის დადგენა ხელოვნებასა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში .
5.მონაწილეთა ასაკი : 13-14 წელი .
6.ვადები/ ხანგრძლივობა: სამი კვირა .
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: გავიგებთ მათემატიკურ კანონზომიერებათა კავშირს მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან , რაც გამოიწვევს დაინტერესებასა და ცოდნის გაღრმავებას . გაკეთდება ფოტოკოლაჟები, მოეწყობა გამოფენა .
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი , კომპიუტერი , ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ჩავუტარებ მინილექციას პროპორციასა და პროპორციულობის შესახებ . რომ ოქროს კვეთა არის გაყოფა მთელისა ისეთ ორ არატოლ ნაწილად , როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს , როგორც დიდი მთელს და პირიქით , მთელი ისე შეეფარდება დიდს , როგორც დიდი მცირეს.ოქროს კვეთას იყენებდნენ ძველ საბერძნეთში ტაძრების მშენებლობისას , ფერწერული ტილოების შექმნისას . მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად :
პირველი ჯგუფი : ოქროს კვეთის მაგალითები მათემატიკიდან ;
მეორე ჯგუფი : ოქროს კვეთის მაგალითბი ხელოვნებასა და არქიტექტურაში ;
მესამე ჯგუფი : ოქროს კვეთის მაგალითები ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში .
სამ დღეში ერთხელ ვხვდები მოსწავლეებს , ვეცნობი მათ ნამუშევარს და ვაძლევ შესაბამის მითითებებს .სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჩავატარებ შემაჯამებელ მუშაობას .
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მატემათიკა , ბიოლოგია , გეოგრაფია ,ხელოვნება .
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მათემატიკის მასწავლებელი :
მანანა ზურაბიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mananazurabishvili1975@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://mananazurabishvili1.blogspot.com/
No comments:
Post a Comment